საზმაუს მარში დაყადაღებულია.
ცხადია, მთლად მარში არა, რადგან იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მის არაერთ აქტიურ წევრს ერთდროულად მოგვივიდა ეს სასიხარულო ცნობა.
ბუნებრივია, ჩემს ანგარიშს დიდი ხანია ვერ ვიყენებ, რადგან დამოკლეს მახვილივით ჰქონდათ ეს ინსტრუმენტი და თვეებია უკვე ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ გამოეყენებინათ.
ჯერ აფგან სადიგოვის დასაპატიმრებლად ჩვენი აქციის სქრინების გამოყენება და ეხლა ერთდროულად არაერთი ადამიანის დაყადაღება ჩემთვის მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ. მათი აზრით, მომენტიც სწორად შეარჩიეს, რადგან თვლიან რომ ახლა ვართ სუსტები.
საქმემან შენმანო... ხოდა, გეგმაც და საქმეც ბევრი გვაქვს და აქ რომ არ ვწერო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს ვისი აჯობებს.
