logo
ENG



გოცირიძე:ბიუჯეტის წარდგენასაც არ აპირებთ, იქნება პროექტი, რაღაც იდეების ნახაზი

22 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 
nwhuvvr4t2da2az.jpg

რომან გოცირიძე მმართველ გუნდს ეკონომიკური გეგმის არქონისთვის აკრიტიკებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მისი ფრაქციისთვის გაუგებარია, რატომ აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროექტის წარდგენას და, თანაც, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მხოლოდ ორ დღეში.

„რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს? რამე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა - რას უპირებთ ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონობით ადამიანს. ვერ გავიგეთ, რას აპირებს მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა, როცა ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიუჯეტის წარდგენასაც არ აპირებთ. თურმე იქნება პროექტი, რაღაც იდეების ნახაზი - ეს იდეები ჩვენ უკვე მოვისმინეთ, მათი უმრავლესობა იყო პროპაგანდისტული", - განაცხადა რომა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.

„უნდა შეგახსენოთ, რომ როცა საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ, გავიზიარეთ პასუხისმგებლობა. როცა ვამბობთ, რომ დღეს მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ რეჟიმზე, გაქვთ საკმარისი ხმები ამისთვის. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, ექნებოდა სხვა დატვირთვა", - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პარლამენტი დღეს იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია არ მივა. როგორც ცნობილია, განხილვას დაესწრება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

 


close დახურვა