„კონტი“ ჯგუფის მიერ ანაკლიის პროექტში დაბრუნებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თვალთმაქცობს.
„კონტი ჯგუფის განცხადებაში პირდაპირი იყო ნათქვამი, რომ მათ მთავრობის მხარდაჭერის იმედი არ ქონდათ. პირდაპირ ამხილეს მთავრობა ანაკლიის პორტის ჩაშლაში. ახლა გადაწყვიტეს დაბრუნება. როგორც ჩანს, ამ ამბების მერე რაღაცით აიმედებენ, მაგრამ 2020 წლის ბოლოს პირველი გემი უნდა შემოსულიყო ანაკლიაში მაშინ, როდესაც ზუგდიდიდან ანაკლიამდე დამაკავშირებელი გზა არა თუ აშენებული, პროექტიც კი არ არსებობს. დღეს რომ დაიწყო მშენებლობა, მის დამთავრებას მინიმუმ 3 წელი დაჭირდება. თვალთმაქცოცობს საქართველოს მთავრობა. ვინც არ უნდა შემოვიდეს, არჩევნებამდე ეს პროექტი არ იქნება დაწყებული,“ - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „კონტი“ ჯგუფის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა ახლა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თიბისი“ ჯგუფთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი, სწორედ „კონტი“ ჯგუფია.