logo
ENG



გოცირიძე: წყაროებიდან ვიცით, რომ ივანიშვილს პერსონალურ სანქციებზე შემოუთვალეს

01 ივნ 202021:44
3 წუთის საკითხავი
 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ივანიშვილს ფინანსური და პერსონალური სანქციები შემოუთვალეს, მისი თქმით სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

გოცირიძემ გადაცემაში ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციამ არ აღიარა შეთანხმების მთლიანად შესრულება საკონსტიტუციო ცვლილებებზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება.

„ძალიან სერიოზული წყაროებიდან ვიცით, რომ ივანიშვილს ფინანსური და პერსონალური სანქციების შესახებ შემოუთვალეს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოსადმი დახმარების შიშმა კი არ გააკეთებინა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გამოშვება, არამედ მისი პერსონალური ქონების დაკარგვის რისკმა. მანამდე როცა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის 10 წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სახელმწიფო, ბიზნესის დევნაა და ოლიგარქი მართავს რუსეთის სასარგებლოდ და მოხსენიებულია პირდაპირი მაგალითი ანაკლიის პორტის ჩაძირვის სახით, ეს არის უმძიმესი დოკუმენტი რომელსაც მოჰყვება ფინანსური სანქციები. იმედი გვაქვს იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება, შეიძლება ეს მოხდეს ჩვენ გარეშეც, რადგან თავად აცხადებენ რომ ყველა დაუჭერენ მხარს, მათ შორის ზოგიერთი ოპოზიციური სხვა პარტიაც და ეს იქნება ძალიან ცუდი. თუ ჩვენ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტული პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა პარტიებმა არ ვაღიარეთ შეთანხმების მთლიანად შესრულება, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ქართულმა ოცნებამ არა სანახევროდ შეასრულა დანაპირები, არამედ კვლავ მოატყუა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ამ არჩევნების შედეგიც შეიძლება დადგეს კანონიერების თვალსაზრისით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გიორგი რურუას გამოუშვებენ“,-განაცხადა გოცირიძემ.

 

 


close დახურვა