„ამ ცვლილებებს, ფაქტობრივად, შემოაქვს ცენზურა", - ასე აფასებს რომან გოცირიძე მმართველი ძალის მიერ საარჩევნოდ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განმარტა, ამ ცვლილებებს პოზიტიური შედეგები საარჩევნო გარემოზე არ ექნება და მმართველი ძალა კიდევ ერთხელ ატყუებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
„აუარესებს მაუწყებლებთან დაკავშირებულ საკითხებს, ფაქტობრივად, შემოაქვს ცენზურა - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კონტროლსაც კი აწესებს. დომინირებულ მდგომარეობაშია მმართველი პარტია საარჩევნო კომისიებში - არაა აღკვეთილი მოსყიდვა, ეს ტრადიციული სენი, ძალადობა, მოძელბიჭო ელემენტების თარეში საარჩევნო უბნებში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. შეევცდებით მივაწდვინოთ ხმა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კიდევ ერთხელ ატყუებს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს და პარტნიორებს", - აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი წინასაარჩევნოდ ცვლილებათა პაკეტს უყრის კენჭს. ცვლილებების სანახავად მიჰყევით ბმულს.