logo
ENG



გოცირიძე - ბიუჯეტში დატოვეს ყველა უსარგებლო ხარჯი და პროექტი, რომელიც მათ ინტერესებშია

09 ივნ 202021:50
3 წუთის საკითხავი
 

„ბიუჯეტი იმიტომ არის ცუდი, რომ გაბერილია და ფაქტობრივად მასში დარჩენილია ყველა უსარგებლო ხარჯი, ყველა პროექტი, რაც ხელისუფლების ინტერესებში იყო“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

გოცირიძე აცხადებს, რომ ხარჯების შემცირება, რაზეც დოკუმენტშია საუბარია, არა მთავრობის გადაწყვეტილებით, არამედ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნებრივად მოხდა.

„ინფრასტრუქტურის ხარჯები კი არ მოაკლეს ბიუჯეტს, უბრალოდ ვერ  აშენებენ რაღაცას და რასაც ვერ აშენებდნენ, შემდეგ ყოველწლიურად ინფრასტრუქტურულ პროექტებში რჩებოდა  აუთვისებელი თანხები. მივლინებისთვისაც ვერ ხარჯავენ ფულს, ამისთვის 100 მილიონი იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ხარჯები ბუნებრივად შემცირდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც გაჩერდა ყველაფერი, ბუნებრივია, რომ ბევრი ხარჯი არ იქნა გაწეული. ეს ყველაფერი დააჯამეს და გამოაცხადეს, რომ ვითომ ქამრები შემოიჭირეს, სინამდვილეში ყველა მათთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტს, რომელიც შესაძლებელია, მომავალ წლებში არაკრიზისულ ვითარებაში განხორციელდეს, ხელი არ ახლეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა