logo
ENG



გრეგოროვა: თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება რუსეთის სახეში სილის გაწნა

16 ივნ 202321:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/ajodj38ht7hhbj2.jpg

თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება კითხვა დავსვათ. მაგრამ სანქციები არის მიზნობრივი, რომ აღარ გააჩნდეთ სამხედრო ძალა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ჰყავთ და რაღაცის მოქმედებას ცდილობენ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვეღარ შეძლებენ, უნარი აღარ ექნებათ მეტის გაკეთების, რადგან მეტი რესურსი არ ექნებათ. ჩვენი ჩართვა ევროატლანტიკურ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც NATO-ა, ეს არის გადამწყვეტი, რომ მათ ვეღარაფერი გააკეთონ დამატებით.


close დახურვა