logo
ENG



გრეგოროვა: სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, ეს პოზიტიური იყოს

30 სექ 202109:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. ამის შესახებ, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა. გრეგოროვა და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან.

"ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს ძირითადად სტაბილურობა სჭირდება", - თქვა ევროპარლამენტარმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.

სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას უარყოფითად აფასებს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი. იგი ამბობს, რომ პატივს სცემს მიხეილ სააკაშვილის სურვილს, ჩავიდეს თავის ქვეყანაში, თუმცა ახლა ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.


close დახურვა