logo
ENG



გრეგოროვა ოცნებას: თუ არ არის საკმირისი, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა

02 აპრ 202119:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირის მიერ დახმარების შესაძლო შეჩერებაზე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ განცხადებას ხელს ძირითადად თავმჯდომარე ევროპარლამენტარები აწერენ. მმართველი გუნდის ლიდერები დილიდან ამბობენ, რომ ეს "რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაა".

გრეგოროვა Twitter-ზე წერს, რომ თუ მათთვის ეს საკმარისი არ არის, შეუძლია, ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა დაამატოს.

"ამ განცხადებას ხელს უმეტესად თავმჯდომარე ევროპარლამენტარები აწერენ, თუ ეს არ არის საკმირისი, ნება მიბოძეთ, მივამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, რომელიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, მართლაც მოჰყვეს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი", - წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).


close დახურვა