logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე - არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის

28 თებ 202023:50
3 წუთის საკითხავი
 
lpverac6pom8aj9.jpg

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით დასრულდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. 

 „არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, აზრების თავისუფალი გაცვლა იყო. ქართულმა ოცნებამ პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე შეიძლება ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამაზე დრო თუ არა არ ვიცით. არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის, არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა ვერ გეტყვით. გაერთიანებული ოპოზიციის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა რჩება შემდეგი, მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ არჩევნების სისტემასთან, პოლიტიკური პატიმრები“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 


close დახურვა