logo
ENG



გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია

08 თებ 202120:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/08/ca5et1plokjmygp.jpg

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, მეხანძრე მაშველებმა შენობიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 12 ​ეკიპაჟია მობილიზებული.


close დახურვა