ამ წუთებში გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, საიდანაც 2 ბავშვია. ცნობილია, რომ მათ ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.
ამ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.