logo
ENG



გუდაურში მდებარი რესტორან „მთვრალი ალუბლის“ მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

24 თებ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში მდებარე რესტორან "მთვრალი ალუბლის" მეპატრონეს - მირანდა ესაკიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება დააფიქსირა რესტორნის სათვალთვალო კამერამაც. დაწყებულია გამოძიება. ესაკია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი რესტორანში შესვლას ცდილობდა, ხოლო დაცვამ მას ამის საშუალება არ მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ესაკიას ინფორმაციით, აღნიშნული პირი მოგვიანებით დაბრუნდა რესტორანში და პირადად მას სახის არეში დაარტყა. მირანდა ესაკიას თქმით, ეს არ არის ფიზიკური დაპირისპირების პირველი შემთხვევა, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. 

 

 


close დახურვა