logo
ENG



გურიაში, კომპანია საქმიანობას მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს - ადგილობრივები

12 ივნ 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძიმითის მოსახლეობის თქმით, მდინარე სუფსაზე კომპანია "აკეთი" კარიერულ საქმიანობას მათ კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს.

ტელეკომპანია "გურიის" მიერ მოწოდებულ მასალაში ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ და ამის გამოცდილებაც უკვე აქვთ.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, კომპანიას მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია 2022 წლამდე აქვს, თუმცა ამავე ტერიტორიებზე მოსახლეობას საყანე ფართობები მიღება - ჩაბარების აქტებით აქვთ მიღებული. რწმუნებულის თქმით, სიტუაცია საფუძვლიანად შესასწავლია. გურიაში, კომპანია საქმიანობას მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს - ადგილობრივები

 


close დახურვა