პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავა. ხელისუფლების ოპონენტების პრეტენზიები დროში გაწელილ პროექტს უკავშირდება. ისინი კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ. მათი თქმით ამ დრომდე ჭიანურდება ოზურგეთი ჩოხატაურის დამაკვშირებელი გზის რეაბილიტაცია. როგორც ისინი აღნიშნავენ სარემონტო სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა, გადათხრილია გზები და გავლა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია, ეს ყველაფერი კი ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.
გურიაში პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავა
11 იან 202212:57
3 წუთის საკითხავი