logo
ENG



გურიაში ხესთან შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა

03 აგვ 202014:48
3 წუთის საკითხავი
clock 399
გურიაში ხესთან შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

სოფელ გორაბერეჟოულთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


close დახურვა