logo
ENG



გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში, მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

29 ოქტ 202623:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/29/6gjlqocrox7zvgj.jpeg

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ვენახების მიმდებარე ტერიტორიაზე, შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ ეტაპზე შემთხვევის სხვა დეტალები და მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

 


close დახურვა