logo
ENG



გურჯაანში მშობელი ამბობს, რომ დამრიგებელმა 7 წლის ბავშვს სცემა

19 ოქტ 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
გურჯაანში მშობელი ამბობს, რომ დამრიგებელმა 7 წლის ბავშვს სცემა

გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა კლასის დამრიგებელს, ხათუნა ყალაბეგაშვილს შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს.

ეკატერინე გოგინაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ თავდაპირველად მის შვილსა და კლასელს უთანხმოება მოივიდათ, რა დროსაც გოგინაშვილის შვილს კლასელმა ყელში მავთული წაუჭირა, მასწავლებელს კი რეაგირება არ მოუხდენია.

ქალი ყვება, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემდეგ სკოლის ეზოში ჩასულმა მასწავლებელმა მის შვილს სახეში ჩაარტყა და იძალადა.

მშობლები უკვე ერთი თვეა, დისციპლინური კომიტეტის შეკრებას და მომხდარის განხილვას ითხოვენ, თუმცა, როგორც ქალი ამბობს, სკოლის დირექტორმა, ლია გუგულაშვილმა განცხადება არ დაარეგისტრირა.

სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი ფორმულასთან კომენტარზე უარს ამბობენ.

გურჯაანის რესურცენტრის დირექტორის თქმით, მშობლის მიმართვის საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყეს.


close დახურვა