logo
ENG



გუშინ ხარკივის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 15 მოქალაქე დაიღუპა

22 ივნ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/mvnqoi4ud95h9db.jpg
Vyacheslav Madiyevskyy / Reuters

ხარკივის რეგიონული ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გუშინ რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივში სულ მცირე 15 მოქალაქე დაიღუპა.

სინეგუბოვის ცნობით, 6 მოქალაქე ქალაქ ხარკივსა და მის შემოგარენში, 6 ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ჩუჰუივში, 3 კი ქალაქ ზოლოჩივში, ხარკივის ჩრდილო-დასავლეთით დაიღუპა.

რამდენიმე კვირიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ რუსულმა ძალებმა ბოლო დღეებში ხარკივის დაბომბვა გააძლიერეს.


close დახურვა