ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სამეგრელოს რეგიონში დააკავეს სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდელში როგორც ვაქცინირებულ პირებს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დანაშაულში უკვე ამხილეს თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც 300 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ვაქცინირებულად დარეგისტრირდნენ.
ამასთან, საგამოძიებოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.