logo
ENG



დააკავეს პენიტენციურის თანამშრომელი, რომელსაც პატიმარმა იარაღი ამოაცალა და თავი დაიზიანა

22 აგვ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც პატიმარმა გურამ სვანიძემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და დაზიანებები მიიყენა.

გამოძიების ვერსიით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ყოფნისას პენიტენციურის თანამშრომელმა პატიმარი უყურადღებოდ დატოვა, სვანაძემ კი ოფიცერს იარაღი ე.წ. ამოაცალა და სამჯერ გაისროლა. მათ შორის, ერთ-ერთი გასროლით კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.

"პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების ოფიცერი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებიდან თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაყვანილი იქნა ბრალდებული, რომელზეც მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას საჭიროებდა.

პატიმარი მოთავსებული იქნა ხსენებული ცენტრის მესამე სართულზე მდებარე N 308 ოთახში, სადაც მის მიმართ უწყვეტად მიმდინარეობდა ელექტრონული მონიტორინგი. 2022 წლის 20 აგვისტოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, მესამე სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც განთავსებული არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი სამსახურეობრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა წინდახედულობის ნორმის დაუცველად.

გარდა ამისა, ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ესკორტის ოფიცრის თანხმობით უნდა დაეტოვებინა განთავსების ადგილი. ოფიცრის დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან ამოაცალა სამსახუროებრივი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

ოფიცერი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს სამსახუროებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია"- აცხაადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ოჯახის თქმით 28 წლის გურამ სვანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 კვირის წინ შეეფარდა და გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

სვანიძე ახლა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფება. ოჯახის თქმით, მას გამჭოლი ჭრილობა და ტვინის დაზიანება აქვს.


close დახურვა