logo
ENG



დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ლატვიელი პროფესორი გაიტაცა

12 აპრ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 
დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ლატვიელი პროფესორი გაიტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ფულის გამოძალვის მიზნით ლატვიელი პროფესორი გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, 11 აპრილს მოხდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს პროფესორთან და მის თანხმლებ პირთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც მან მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი მანქანიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ბრალდებულმა მგზავრებს მანქანიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან დარეკვა შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა