შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც დიზაინერ გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მასხულიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.