logo
ENG



დადასტურდა კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

22 ივლ 202109:47
3 წუთის საკითხავი
 

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. გუშინ 8 569 აცრა ჩატარდა. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 704 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 952 PCR ტესტით. 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 5,78 პროცენტია, ხოლო 14-დღიანი - 5,25 პროცენტი. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  395 621-ს. ამათგან 636 პირი გარდაიცვალა. 

გამოვლენილი ინფიცირების  2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 238, იმერეთი - 173, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 123, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.


close დახურვა