27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემებს NCDC ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 27 425, PCR ტესტით - 14 810. დადებითობის მაჩვენებელია დღიურად 8,68%.
სულ აცრილია 418 398 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა.