logo
ENG



დავითაშვილი: არ ველოდებით ფასების ზრდას პურზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია

28 სექ 202018:16
3 წუთის საკითხავი
clock 808
osb56x6jyifuazf.jpeg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი არსებობს. 

"ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია. ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალური, 100 ათას ტონაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა",- ამბობს დავითაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ინდუსტრიის წარმომადგენლებს პერიოდულად ხვდება და ანალოგიური შეხვედრა მეპურეებთან და მეხორბლეებთან 2 დღეშია დაგეგმილი. 

რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას, დავითაშვილი აცხადებს, რომ პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და შემორჩენილი თანხა სხვა პროექტებს მოხმარდება.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. ამასთან ფასების მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების გაძვირებამ იქონია. საქსტატის ცნობით, პური და პურპროდუქტები 9.0 პროცენტით გაძვირდა. 

 


close დახურვა