logo
ENG



დავით ბაქრაძე: თუ ხელისუფლება შემოვა კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია

05 მარ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

„თუ ხელისუფლება შემოვა კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია“, - ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აცხადებს, სადაც უმრავლესობამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის მოდელი უნდა შესთავაზოს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული მოდელი 110/40-ზე პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს.

რაც შეეხება გიორგი რურუას და გიგი უგულავასფეისბუკ“ მიმართვებს, ბაქრაძე ამბობს, რომ მათი პოზიცია აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების გონიერების პირობებში შეთანხმება შედგეს და ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.

„თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით რასაც გვთავაზობენ დღეს. შემოთავაზებული მოდელი ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს და დათქმებს ემყარება, ის პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არაა და შეთანხმება შესაძლებელია. პოზიცია, რომელიც დააფიქსირეს გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ, აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და ქართული ოცნების გონიერების პირობებში, მათი მხრიდან ნორმალური თავისი არსით პროპორციული და ოპოზიციისთვის მისაღები სისტემით შემოსვლის პირობებში შედგეს შეთანხმება და საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას არ პასუხობს, ის არ არის ახლო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„110/40 ზე არ არის პროპორციული თანაფარდობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს. მოთხოვნები უცვლელია, ეს არის მაქსიმალური პროპორციული საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება“, - აცხადებს დეკანოიძე.


close დახურვა