logo
ENG



დავით ბაქრაძე: რაც დღეს მოვისმინეთ, არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება

25 ნოე 201919:52
3 წუთის საკითხავი
 
zgyf40fudwco6jr.jpg

დავით ბაქრაძე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას და განაცხადა, რომ ეს ხალხის დაცინვაა, რომელიც მმართველ პარტიას არ შერჩება.

„ის, რაც დღეს მოვისმინეთ, არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება, რომელსაც ვხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მმართველმა ძალამ ღიად უთხრა პოლიტიკურ ლიდერებსაც, თქვენ ხომ გინდათ სამართლიანი სისტემა - სამართლიან სისტემას კი არ მოგცემთ, ჩვენთან ჩუმად მოვაკვარახჭინოთ, მოვაგვაროთ, დალაგდით ივანიშვილთან და ვინც ჩვენთან დალაგდებით, იმათ არ შეგიქმნით პრობლემას, რომ პარლამენტში შეხვიდეთ. ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, „ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპიროს გვთავაზობს. მეორე მხრივ, ისინი მთელ საზოგადოებას ატყუებენ - რაც გააკეთეს 2016 წელს მთაწმინდაზე, როცა ვითომ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანეს პარლამენტში, აი, იმას გვთავაზობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს დაცინვა ძალიან მწარედ დაუბრუნდებათ, თუ არ დაიწყებენ კომპრომისის ძებნას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდებოდა და შემდეგ წელს, სავარაუდოდ, დაინიშნება პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.


close დახურვა