logo
ENG



დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილი საქართველოში არშემდგარი პუტინია

19 ნოე 201923:15
3 წუთის საკითხავი
 
36wbnaf0ke0yrrm.jpg

დავით ბერძენიშვილის აზრით, საქართველოში ტოტალიტარიზმის რესურსი არ არის. ამის შესახებ მან „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ივანიშვილი საქართველოში არშემდგარი პუტინია. აქ პუტინი ვერავინ ვერ იქნება, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს არა თუ ტოტალიტარიზმის, არამედ ავტორიტარიზმის რესურსიც კი. ქართული საზოგადოება მაინც უფრო წინ არის, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, რომელთა პრობლემა გაცილებით დიდია. ჩვენ აქ სასამართლოსთან ვდგავართ და იქ ვერავინ ვერ დგას" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი რუსთაველზე აქციის დარბევის დროს დააკავეს 18 ნოემბერს.


close დახურვა