„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის დახმარებით, რუსთავში, ტაქსის მძღოლებს დამცავი ფარები დაურიგა. მსურველებისთვის, აღნიშნული ფარები პარტიის ოფისიდან უფასოდ დარიგდება
„ტაქსი არის ერთადერთი საშუალება გადაადგილების დღეს რუსთავში. პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის დახმარებით, ჩვენ დამცავ ფარებს ვურიგებთ ყველა ტაქსისტს, რათა ისინი უსაფრთხოდ გადაადგილდნენ და ასევე კომფორტში იგრძნონ თავი მათმა მგზავრებმა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.