logo
ENG



დავით ნარმანია დენის ტარიფის ზრდას აანონსებს

22 ოქტ 201914:06
3 წუთის საკითხავი
 
o0j8kyob909b1gt.png

სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია არ გამორიცხავს ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირებას. მისი თქმით, თუკი ახალი ჰესები არ აშენდება და ელექტროენერგიის იმპორტი კვლავ გაიზრდება, შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზრდება. დავით ნარმანია ტარიფის ზრდას 2020 წლის ბოლოსთვის განიხილავს.

„ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი წარმოება რამოდენიმე გაჩერებული ჰესიდან გამომდინარე ჩამორჩება მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენ გვეზრდება იმპორტი. იმპორტის ზრდა მისასალმებელი არაა. თუ ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები ვიქნებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება. მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზღვარგარეთ, რაც კურსზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას," - განუცხადა ჟურნალისტებს ნარმანიამ.

 


close დახურვა