logo
ENG



დავით ქაცარავას საქმე არსებითი განხილვის სტადიაზე გადავიდა

11 თებ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას საქმე არსებითი განხილვის სტადიაზე გადავიდა. 

მოსამართლემ, დღევანდელ პროცესზე ქაცარავას მიმართ პირადი პატივისცემა დააფიქსირა, თუმცა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს და ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. 

რაც ეხება პირს, რომელიც ქაცარავას თავს დაესხა და გარდა ამისა, ძალადობაშია ბრალდებული, მან პროცესის დასაწყისში ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ საუბარია სოფელ ბობნევში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ქაცარავას თავს 5 პირი დაესხა. მომხდარის შემდეგ, ის თავდამსხმელების ამოსაცნობად დაიბარეს, თუმცა ბრალი მას თავად წაუყენეს. 


close დახურვა