logo
ENG



დავით ქაცარავა: ხელისუფლება გავრილოვის ღამის გასამეორებლად ემზადება

14 ნოე 201917:46
3 წუთის საკითხავი
 
oewltzdt27sacbp.png

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელები სასაზღვრო ზოლიდანაც კი მოხსნეს და თბილისში ჩამოიყვანეს.

ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლება გავრილოვის ღამის გასამეორებლად ემზადება.

„სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოვიდეს, ეს არის პირველი რაც გასაკეთებელია. ვვარაუდობ, ხელისუფლება გავრილოვის ღამის გასამეორებლად ემზადება. გავსებულია ირგვლივ ყველაფერი პოლიციელებით. მე ახლა ჩამოვედი და საოკუპაციო ხაზიც კი ცარიელია, რეგიონებიდან ჩამოყვანილია პოლიციელები, რომლებიც საოკუპაციო ხაზიდანაც კი მოიხსნა. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოვიდეს, რაც იქნება ხალხის ნება, ის იქნება უზენაესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მთავრობა არის მატყუარა. ჯერ თვალები დაგვთხარა, მერე გადმოგვიგდო ძვალი, ვითომ პროპორციულ არჩევნებს გჩუქნითო, მერე კი ეს ძვალი წაგვართვა,“ - განაცხადა ქაცარავამ.

 


close დახურვა