logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: მაჟორიტარები როლიდან უნდა გამოიყვანონ რაღაცით

14 დეკ 201922:34
3 წუთის საკითხავი
 
osopyskny03goxj.jpg

უმრავლესობის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საუბრები ყურადღების გადატანის მცდელობაა. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, თამაშში გამოყენებულმა მაჟორიტარებმა დაიჯერეს მათი გავლენისა და ძალის შესახებ მითი, ახლა კი ხელისუფლება ცდილობს ისინი როლიდან გამოიყვანოს. 

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. რა მაჟორიტარების ამბოხი, რა 200 000 ხელმოწერის შეგროვება. თქვენ გახსოვთ კობახიძის განცხადება, თუ უმრავლესობა ვერ შედგება, 5%-იანი ბარიერი იქნებაო, ანუ ისინი აშინებდნენ პატარა პარტიებს. ეს მაჟორიტარები თამაშში რომ შეიყვანეს, როლში შეიჭრნენ და ახლა ხომ უნდა გამოიყვანონ რაღაცით. ვინმეს წარმოუდგენია, რომ რეფერენდუმზე გავა ეს საკითხი? ლეგიტიმაცია ნული ექნება, მხარდაჭერაც ნული ექნება. ეს მაჟორიტარები ისეთ მდგომარეობაში ჩააყანეს, აქამდე ხომ არცერთ დაპირებას არ ასრულებდნენ და ახლა მთლად ისეთი 200 000 ხელმოწერა და არარსებული საკონსტიტუციო უმრავლესობით ცვლილება უნდათ, კიდევ უფრო დიდ დაპირებას ეჭიდებიან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს, ახალი ინიციატივით გამოვიდნენ - საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულად გარდაქმნით. 


close დახურვა