logo
ENG



დაზიანებული მიწისქვეშა მილი-გულრიფშის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია დატბორილია

15 ოქტ 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
nzp9l9exkjh4ic7.jpg

მიწისქვეშა წყლის მილებზე მომხდარმა ავარიულმა დაზიანებამ ნაძალადევის რაიონში გულრიფშისა და მის მიმდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივი მცხოვრები "ფორმულას" უყვება, რომ წყლის ნაკადმა ერთ-ერთი მოსახლის მანქანა წაიღო. წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარფაგები. სახლებში დახეთქილია კედლები და ჟონავს წყალი.

როგორც "ფორმულას" GWP-ში განუცხადეს, ამ წუთებში მიმდინარეობს მილების დაცლა წყლისგან, რის შემდეგაც დაიწყება მიწისქვეშა კომუნიკაციის აღდგენითი სამუშაოები.  კომპანიაში განმარტეს, რომ ზარალს GWP აანაზღაურებს.

 


close დახურვა