logo
ENG



დათა პაპას ახლობლები ოკუპანტებმა კარანტინში გადაიყვანეს

19 აპრ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ახალგაზრდა ცოლ ქმარი ცხინვალში კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ვანიშვილების ოჯახს არაოფიციალურად აცნობეს.

ოჯახი აცხადებს, რომ დაკავებულებს ინფექციის ნიშნები არ ჰქონდათ და ისინი მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვენ.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმ დროს დააკავეს, როცა ისინი სტუმრად პაპასთან - დათა ვანიშვილთან იმყოფებოდნენ. მისი სახლი მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.  


close დახურვა