logo
ENG



დაიკანონებენ თუ არა ეკლესიები გარშემო მდებარე ტყეებს-პარლამენტში მსჯელობა გაიმართება

20 მაი 202008:32
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დღეს იმ  კანონპროექტს განიხილავს, რომელიც საპატრიარქოს საშუალებას მისცემს ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე კერძო საკუთრებაში დაიკანონოს.

კანონში ცვლილებებს დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე უკვე მესამე მოსმენით განიხილავენ, ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს მისი სესიაზე დამტკიცება შეეძლება.

კანონში ცვლილებებს ოპოზიციასა და მესამე სექტორშიც აფასებენ.  ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონმდებლობას მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ იყენებს. საპატრიარქოს მიმართ პრივილეგიების გადაცემის საკითხში წინასაარჩევნო საფუძველს ხედავენ EMC-შიც.  


close დახურვა