კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის მიუხედავად, ყვარლის ტერიტორიის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საუბრობს. ამ დროისათვის ინფიცირებული მედიკოსის 150-მდე კონტაქტია გამოკვეთილი და მათი შესწავლა მიმდინარეობს. მათგან 62-ს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში შედეგი უარყოფითია.
პარალელურად, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეების თერმოსკრინინგიც მიმდინარეობს.
"ერთი ადამიანი, ექიმი, დადასტურებულია ვირუსით და გადაყვანილ იქნა ბოჭორიშვილსი კლინიკაში. გუშინ მოხდა ამ ქალბატონის ყველა კონტაქტის შესწავლა. ის მუშაობს სასწრაფოში და აგრეთვე "ევექსის" კლინიკაში. ყველა კონტაქტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და პისიარიც. ყველაზე მოსულია უარყოფითი პასუხი", - აცხადებს რწმუნებული.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.