logo
ENG



დაკარგავს თუ არა საქართველო აშშ-დან დაფინანსების ნაწილს, შემოდგომაზე გახდება ცნობილი

09 ივლ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 

"შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე" – კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ დოკუმენტს განმარტება დაერთო.

ვაშინგტონში აზუსტებენ, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% შესაძლოა, შეჩერდეს, თუ მთავრობა არ უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიების, მედიის უფლებების დაცვას, მთავრობის ფუნქციონირებაში, ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვას და სასამართლოს ჩარევისგან გათავისუფლებას. 

ოპოზიციის თქმით, ეს წინასაარჩევნოდ პირდაპირი სიგნალია ბიძინა ივანიშილისთვის. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პროექტი კანონის სახეს მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდს კი კრიტიკა კონგრესიდან ლობისტების მუშაობის შედეგი ჰგონია. 

ოპოზიცია ელის, რომ პროექტი კანონად იქცევა, და მიაჩნიათ რომ ამ პუნქტების უმეტესობა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას ეხება. 

"ამერიკის მხრიდან გაფრთხილებები სულ უფრო მკაცდება, მიზეზი კი საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯებია" - ამბობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული სანქციები დაუწესდეთ ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. თუმცა შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაზეც ცუდად იმოქმედოს. 

დაკარგავს თუ არა საქართველო აშშ-დან დაფინანსების ნაწილს, შემოდგომას გახდება ცნობილი, როცა კონგრესი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებით დეტალურად ამერიკის ადმინისტრაცი დააკვირდება. 


close დახურვა