logo
ENG



დაკარგული ფეხბურთელის ბიძა: ვვარაუდობ, ბავშვი შეიძლება შოკშია და სადმეა შეფარებული

22 ივნ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 

გვიან ღამამდე გაგრძელდა მცხეთის პოლიციაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გამოკითხვები. გამოძიების კითხვებს უპასუხეს  იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც აგარაკზე ფეხბურთელთან ერთად იყვნენ.

ადგილზე შეიკრიბნენ  შაქარაშვილის ახალობლებიც. როგორც დაკარგულის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, მან თავად ნახა ადგილი საიდანაც შაქარაშვილის კვალი ქრება. მისი თქმით, ახლობლებს უჩნდებათ ეჭვი რომ ფეხბურთელი შეშინებულია და იმალება.

„გიორგის დაცილების მომენტი თავის მეგობართან, არის ამოსავალი წერტილი. ამ დაცილების მომენტის შემდგომ, ბოლო კვალი არის მდინარე არაგვის ძირში, სადაც რაღაცები არის ნაპოვნი. მე თითონ დავათვალიერე შემთხვევის ადგილი, პროფესია მიწყობს ხელს და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მდინარეში არ უნდა იყოს რაიმე საგანგაშო. ვვარაუდობ, რომ ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან დიდ შოკში და სადმე ახლო-მახლო შეფარებული.

პოლიციაში დამატებითი დეტალების გასარკვევად საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილიც მივიდა.

„გამოცდილებაც მკარნახობს, რომ ამ ასაკის ახალგაზრდებს რაღაც კონფლიქტის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს რაღაც შიში და შეიძლება თავს აფარებს. თუ ვინმემ იცის ან თითონ გიორგიმ, მინდა ვთხოვო, რომ გამოჩნდეს. დღემდე ამ ძებნით სამუშაოებით არ არის მიზეზი, რომ დადგინდეს რაღაც უნედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სანამ გვაქვს შანსი და იმედი გიორგის დაბრუნების, ამ იმედის ამარად ვართ“, - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა

მედიასთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მოწმის უფლებადამცველმაც. მზია ქასრაშვილის განცხადებით, აგარაკზე სადაც დაპირპირება მოხდა ახალგაზრდების ნაწილი ერთმანეთს არ იცნობდა.

„დაკითხვები უკვე ჰქონდათ. ცდლობს გამოძიება დაადასტუროს ის, რაც იყო. სუფრაზე ისხდნენ ერთად და მერე არაფერი იციან. კონფლიქტი რა თქმა უნდა ჰქონდათ. კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო, აქ არ ვიქნებოდით, მერე სად წავიდა ეს ბავშვი არ ვიცით. ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა მეორე ჯგუფს. იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი, არ იცნობენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქასრაშვილმა.

უკვე მეოთხე დღეა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილს მაშველები უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.


close დახურვა