logo
ENG



დაკარგული ცხვრის მოსაძებნად არ გვყავს მწყემსი კეთილი, გვყავს მწყემსი შეშლილი - პაატა შამუგია

25 თებ 202022:56
3 წუთის საკითხავი
 

„დაკარგული ცხვრის მოსაძებნად არ გვყავს მწყემსი კეთილი, გვყავს მწყემსი შეშლილი", - ასე აფასებს ოკუპაციასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკას პოეტი პაატა შამუგია.

როგორც პაატა შამუგიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რუსეთთან არ შეიძლება ამ პოლიტიკით ურთიერთობა, რადგან მას ეს მეთოდები არ ესმის.

„როგორცაა ბიბლიაში - როცა იკარგება ერთი ცხვარი, მწყემსი მიატოვებს მთელ ფარას და მიდის მის მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ არ გვყავს მწყემსი კეთილი, ჩვენ გვყავს მწყემსი შეშლილი. ეს აღარაა მხოლოდ შიდა პოლიტიკა - გეოპოლიტიკური პრობლემაა, როცა 20% გაქვს ოკუპირებული და ეს საქმე შემოდებული გაქვს თაროზე. კი, „არგაღიზიანების პოლიტიკაა“, მაგრამ ეს რუსეთთან არ მუშაობს - როცა ხელს გაუწვდი, ის მკლავს მოგაჭამს"', - ამბობს პაატა შამუგია.


close დახურვა