ადა მარშანიამ საარჩევნო კომისიის 70 მილიონი ლარით დაფინანსება გააპროტესტა.
მისი განცხადებით, არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებისთვის სახიფათოა და ამხელა დაფინანსებას არ იმსახურებს.
„ოხ, ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია - საერთოდ ერთი ლარიც უნდა მიეცეს? მისი მუშაობა ყველასთვის არის საეჭვო. გახალისება უნდა მოხდეს საფუძვლიანი. ხელი არ გვიკანკალებს, ამას რომ ვაკეთებთ? ამ შემადგენლობით ცესკო სახიფათოა, დამონებულ ცესკოს ამდენი თანხა არ უნდა გადაეცეს", - განაცხადა ადა მარშანიამ.