ირპენი მოსკოვის ბოროტებისგან თავისუფალია. დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს - წერს ირპენის მერი და ქალაქისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებს. საქართველოდან სამი მებრძოლი სწორედ ირპენში ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. როდის გადმოასვენებენ გმირულად დაღუპულ დავით გობეჯიშვილს სამშობლოში, ჯერ უცნობია. ჯარისკაცს პანაშვიდი კიევში გადაუხადეს. გობეჯიშვილი, რომელიც 90-იანი წლებიდან ქვეყნის ინტერესებს ყველა ბრძოლაში იცავდა, ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს დაიღუპა. ბრძოლისას უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს.
დამშვიდობება სამხედრო წესით
28 მარ 202220:05
3 წუთის საკითხავი