logo
ENG



დანიგანი წვრთნების გადადებაზე: სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გაუგებარი ნამდვილად არ არის

06 ივლ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/06/s40s1fkmrb4bzgj.png

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნის გადადების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს "სამწუხარო, მაგრამ გასაგები" ფაქტია.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული პირების მიერ ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებამ გამოიწვია.

"თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, სინამდვილეში, ძალიან მკაფიოა. მასში საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაიდო ერთობლივი წვრთნები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გაუგებარი ნამდვილად არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას და წვრთნების გადავადებასაც სწორედ ეს კონტექსტი აქვს საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება განაპირობა კონკრეტული პირების განცხადებებმა. იმედი მაქვს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები", - თქვა დანიგანმა.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება გაურკვეველი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, 30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ღირსეული პარტნიორის" გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში.


close დახურვა