logo
ENG



დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიბერთავდასხმაზე: ვიზიარებთ ღრმა შეშფოთებას

20 თებ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
9qpwy710u5i6qa9.jpg

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას, რუსეთის გამანადგურებელ კიბერსაქმიანობასთან დაკავშირებით და გააგრძელებს მშვიდობიანი, თავისუფალი ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ხელშეწყობას. 

„დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ გამანადგურებელ და სერიოზულ კიბერთავდასხმას მიაწერენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას, რუსეთის გამანადგურებელ კიბერსაქმიანობასთან დაკავშირებით და გააგრძელებს მშვიდობიანი, თავისუფალი ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ხელშეწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა. 


close დახურვა