logo
ENG



დანილოვის თქმით, თუ უკრაინის დასაცავად საჭირო იქნება, ჯარი რუსეთის ტერიტორიაზეც გადავა

30 დეკ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/76a3n13pbv13nm4.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ თუ უკრაინის დასაცავად საჭირო იქნება, მათი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზეც იბრძოლებს.

ამის შესახებ დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე „შეიძლება უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე იყოს უკრაინის დასაცავად?“, დანილოვმა უპასუხა, რომ იქ იქნებიან სადაც საჭირო იქნება.

„დიახ, რა თქმა უნდა. თუ აუცილებელი იქნება იქ ყოფნა, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იქ ვიქნებით. და ჩვენ არავის ვკითხავთ. და მთელი ეს საუბარი იმაზე, რომ არაა საჭირო ვინმეს გაღიზიანება უაზრობაა.“ - განაცხადა დანილოვმა.


close დახურვა