logo
ENG



დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს, სულ გაგიჟდნენ - ბოკუჩავა

12 დეკ 201911:05
3 წუთის საკითხავი
 
sfz19q9b0m310uu.png

"დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს, სულ გაგიჟდნენ",-ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში მომხდარ ხმაურს და დაპირისპრებას რა დროსაც ჟურნალისტები შალის გამოყენებით გამოყარეს სხდომათა დარბაზიდან. შესაბამისი ბრძანება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გასცა. 

"მანდატურები სამწუხაროდ გვეჭიდავებიან, იმიტომ, რომ მათაც უკანონო დავალების შესრულება უწევთ რატო გაგყავთ ჟურნალისტები? რას აკეთებთ თქვენ გაგიჟდით საერთოდ? დეპუტატებს და მედიას ყრით დარბაზებიდან ? პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს, სულ გაგიჟდნენ",-განაცხადა ბოკუჩავამ.


close დახურვა