logo
ENG



დასაწყისი - კანის კინოფესტივალის პროგრამაში ქართული ფილმიც მოხვდა

04 ივნ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 

კანის კინოფესტივალის პროგრამაში ცნობილი რეჟისორების ნამუშევრების გვერდით ქართველი დეა ყულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი" მოხვდა.  ხელმძღვანელობამ ფესტივალის პროგრამა ონლაინ კონფერენციაზე გამოაქვეყნა.

დეა ყულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმები კანის კინოფესტივალზე ორჯერ იყო წარდგენილი, ამჯერად ქართველი რეჟისორი პროგრამაში მოხვდა როგორც სრულმეტრაჟიანი სურათის ავტორი. მასთან ერთად ამავე კატეგორიაშია ცნობილი მსახიობის ვიგო მორტენსენის სადებიუტო ფილმი დაცემა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა 2 ათასზე მეტი ფილმიდან მხოლოდ 56 შეარჩიეს. მათ შორისაა სტივ მაქქუინის, ფრანსუა ოზონის და ვეს ანდერსონის ნამუშევრები. კანის რიგით 73-ე კინოფესტივალი ტრადიციულად მაისის შუარიცხვებში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი წლისთვის გადაიდო. წლევანდელ პროგრამაში შესული ფილმების ნაწილი სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე გადაინაცვლებს. 


close დახურვა