logo
ENG



დასჭირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია

15 ნოე 202220:02
3 წუთის საკითხავი
 

დასჭირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ქირურგიული ჩარევა, მესამე პრეზიდენტს მარცხენა ხელი ფაქტობრივად პარალიზებული აქვს, ოჯახი ამბობს, რომ ოპერაციის საქართველოში ჩატარებას არ დათანხმდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამერიკელი ექსპერტი ამბობდა, რომ პაციენტი მარცხენა მხარზე ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ მისი რეკომენდაცია არავის გაუთვალისწინებია. ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე ვერ დასვა ვივა მედში შეკრებილმა კონსილიუმმა, ისიც კი არაა ცნობილი, აქვს თუ არა სააკაშვილს ძვლის ტუბერკულოზი. საბოლოო დასკვნებით სასამართლოს ადვოკატები სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით სავარაუდოდ 23 ნოემბერს მიმართავენ. 

 


close დახურვა