logo
ENG



დატბორილია სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები - ოზურგეთში უამინდობის გამო ცხელი ხაზი ამოქმედდა

08 სექ 202311:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/rl8zt3l8gozp7xj.png
ფოტო: ოზურგეთის მერია

უამინდობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და მიწის მასებია ჩამოშლილი.

მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ცხელი ხაზიც - მერია სთხოვს თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში უწყების წარმომადგენლებს, ასევე, აცნობონ ცხელი ხაზის მეშვეობით: 577 601 304

"ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები", - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 


close დახურვა